უმწეოთა სიაში 1400 ბიზნესმენი აღმოაჩინეს

0

umweoebiსოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელ ნოე ქინქლაძის განცხადებით, უმწეოთა ბაზაში 1400–მდე ინდმეწარმე აღმოჩნდა, რომელთაც საკუთარი ბიზნესის საფუძველზე დიდი ბრუნვები გააჩნიათ.

ამის შესახებ ქინქლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„აღნიშნული შემოსავლების სამსახურისა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად დადგინდა.  შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულ უმწეოთა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. დაახლოებით 1400 ოჯახი აღმოჩნდა ინდმეწარმე, რომელსაც საკმაოდ დიდი ბრუნვები აქვს. პარალელურად ისინი სოციალურ დახმარებას იღებდნენ. მაგალითად, 2012 წლის განმავლობაში მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი მიიღეს სოციალური დახმარების სახით. ამ მონაცემებს გადავცემთ შემოსავლების სამსახურს, რათა მან კონკრეტულად შეისწავლოს, რა ხდებოდა აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, რადგან უკვე  ვიყავით რამდენიმე ოჯახში და ნაწილმა დაადასტურა ფირმების მათ საკუთრებაში არსებობა, ნაწილმა კი განაცხადა, რომ რეალურად ამ ფირმების უკნა სხვა პირები დგანან. ამ დეტალებს უკვე შემოსავლების სამსახური შეისწავლის“,– განაცხადა ქინქლაძემ.

სხვა ახალი ამბები: