უპრეცედენტო მხარდაჭერა რეგიონებს: სამეგრელოში განსახორციელებელ პროექტებზე რამდენიმე მილიონი დაიხარჯება

0

01zugdidiრეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მთლიანობაში 692 პროექტი მიმდინარეობს, რაზეც 225 მილიონამდე ლარი იხარჯება. აქედან 133 მილიონ ლარზე მეტი მუნიციპალური გზების მოწესრიგებას ხმარდება, 8 მილიონ ლარზე მეტი – ნაპირსამაგრ სამუშაოებს, ხიდების რეაბილიტაციისთვის 13 მილიონი ლარი იხარჯება, წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის – 33 მილიონ ლარამდე, ხოლო 38 მილიონ ლარამდე – სხვა ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგებაზე (სანიაღვრე არხებისა და ხევების გაწმენდა, სკვერებისა და შენობების რეაბილიტაცია, სპეცტექნიკის შეძენა და ასე შემდეგ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში განსახორციელებელი 109 პროექტისთვის, ჯამური ღირებულებით 38 030 550,0 ლარის გამოყოფა იგეგმება. ამასთანავე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში დაგეგმილია
1140-ზე მეტი პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება – 7 179 429 ლარს შეადგენს.

საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 13 სექტემბერს ქვეყნის 7 რეგიონის – ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიები დაამტკიცა. სწორედ აღნიშნული სტრატეგიების მიხედვით უნდა მოხდეს მომდევნო წლებში აღნიშნული რეგიონების განვითარება.
აღნიშნული სტრატეგიები, შესაბამისი ხედვები, პრიორიტეტები და ამოცანები ეფუძნება თითოეული რეგიონისა და მათი სექტორული განვითარების მრავალმხრივ ანალიზს. სტრატეგიების მომზადებაში ჩართული იყვნენ რეგიონული განვითარების საბჭოები, მუნიციპალიტეტები, ადგილობრივი ექსპერტები, დონორი ორგანიზაციები. სტრატეგიებში გათვალისწინებულია თითოეული რეგიონის სპეციფიკა, მათი უპირატესობები და პერსპექტიული მიმართულებები. შესაბამისად, სტრატეგიებში წარმოდგენილია სისტემური მიდგომები როგორც საბაზო საჭიროებებზე მოკლე თუ საშუალო ვადიანი რეაგირებისთვის, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების შემდგომი სტიმულირებისთვის.
შემუშავებული სტრატეგიული ხედვები და მიდგომები რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით დიდწილად განსხვავებულია, თუმცა ხშირ შემთხვევაში, გარკვეული სისტემური მიდგომები იდენტურია, გამომდინარე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების მსგავსი ბუნებისა.

 

სხვა ახალი ამბები: