ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გარემოსდაცვით სფეროში ხელი წალენჯიხაში მოეწერა

1

10703769_719936864765352_3862199603700912914_nსაქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი დაიდო.

საქართველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელით გამგებელმა გოგა გულორდავამ, სსიპ ქალაქ წალენჯიხის №1 საჯარომ სკოლის სახელით, სკოლის დირექტორმა ბადრი ბობოხიამ.

აღბიშნული მემორანდუმით,მხარეები გამოხატავენ სურვილს ახლანდელი და მომავალი თაობის ინტერესებიდან გამომდინარე განავითარონ თანამშრომლობა გარემოსა და ბუნების დაცვის სფეროში მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად და ხელი შეუწყონ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებების გატარებით.

სხვა ახალი ამბები: