უსაფრთხოების მიზნით მუნიციპალიტეტში ხეები გასხლვა მიმდინარეობს

0

11082516_701636959946284_4444832946589004155_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალწლოვანი ხეების გასხვლა მოხდა. გასხვლის აუცილებლობა მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით იყო გამოწვეული. აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მიმართეს, რომელიც გამგეობის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ განიხილა.

ამ ეტაპზე, დარჩელის, კოკის, ორსანტიისა და კიროვის ადმინისტარციულ ერთეულებში გაისხლა ავარიულ მდგომარეობაში არსებული ხეები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია სწავლობს დაავადებული, გამხმარი და ავარიული ხეების მოჭრის აუცილებლობის საკითხს და შესაბამის რეაგირებას მიმართავს.

გასხვლის შედეგად მიღებულ შეშას სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგებენ.