უსახლკაროთა ბენეფიციარების კომისიამ ზუგდიდის გამგებელს დეტალური მონაცემები გააცნო

0

11140786_656868657779658_8432235642080011080_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკაროთა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს, მორიგი სამუშაო სხდომა გამართა. სამუშაო ჯგუფმა კომისიის თავმჯდომარეს ედიშერ თოლორაიას წარუდგინა ასაშენებელი სახლის ესკიზები და დეტალური მონაცემები. მოხდა შეფასების კრიტერიუმების პროგრამის განხილვა. როგორც პროექტშია ნათქვამი, აშენდება ერთოთახიანი და სამოთახიანი სახლები.

ერთოთახიანი სახლები აშენდება მარტოხელა და ორ სულიანი ოჯახებისთვის, ხოლო სამოთახიანი სახლები სამი და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახებისთვის. პროექტის ფარგლებში სახლებს დასრულებული ფორმა ექნებათ. ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლი მოწესრიგებული სამზარეულოთი, სველი წერტილებით, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრებითა და ლამინირებული იატაკით იქნება უზრუნველყოფილი.

სოციალური სახლების მშენებლობა უნდა დაიწყოს და დასრულდეს 2015 წელს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 20 სახლი აშენდება. თითოეული ბენეფციარების განცხადება კომიისიის მიერ იქნება განხილული და ადგილზე შესწავლილი.

სხვა ახალი ამბები: