უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს დისკომფორტთან შეგუება მოუწევს

0

60768_332991920134272_979396778_n“საქართველოს პრეზიდენტი დაუცველი არ არის, მას უბრალოდ დაცვა შეუმცირდა”. ასე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას სახელმწიფო დაცვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ხელმძღვანელის პოსტზე თემურ ჯანაშიას ანზორ ჩუბინიძით შეცვლისგან “სკანდალის გამოცხობის მიზეზი” არ ესმის და ამბობს, რომ თუ პრეზიდენტს დაცვა დისკომფორტს უქმნის, ის ამას უნდა შეეგუოს.

“შეიძლება ახლაც ცინიზმში დამდოს ბრალი, მაგრამ გუშინ აღარ უთქვამს სრულიად დაუცველი ვარო. თქვა, რომ დაცვა შეუმცირდა. თუ დაცვა დისკომფორტს უქმნის, ძალიან ცოტა ხანში მეტი დისკომფორტი ექნება და სხვა წესით მოუწევს ცხოვრება. რა ვქნათ, ცხოვრება ასეთია, ხანდახან დისკომფორტს უნდა შევეგუოთ. მთავარია, მისი უსაფრთხოების სტანდარტი არ იყოს მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტზე დაბალი და მთავრობის შეთავაზება სწორედ ამაში იყო. იმაზე, რომ ჯანაშია შეიცვალა ივანიშვილის დაცვის უფროსით, სკანდალი საიდანღა გამოაცხვეს, საინტერესო ამბავია. ჯანაშია იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი, რომელიც გახდა სდსს-ს ხელმძღვანელი. დღეს კანონში წერია, რომ ეს სამსახური ორად გაიყო. ერთი ნაწილი, რომელიც ყველა სხვას იცავს, მთავრობის დაქვემდებარებაშია და ბუნებრივია პრემიერ-მინსიტრმა დანიშნა მისი ხელმძღვანელი. მეორე ნაწილი პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია მას შეუძლია, როგორც ხელმძღვანელის დანიშვნა, ისე ყველა რიგითი თანამშრომლის შერჩევა. რა არის ამაში სასკანდალო?!”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: