უფასო სამედიცინო გამოკვლევები წალენჯიხაში

0

969915_524939677541129_141168108_nპარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით სამი დღეა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უფასო სამედიცინო გამოკვლევები. აღნიშნული სამედიცინო გამოკვლევები ხორციელდება ფონდი “ ჰიპოკრატე“–სა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში.

ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევები უტარდებათ რეგიონებში რეგისტრირებულ 40–დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებს. პროსტატის კობოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები უტარდებათ 50–დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებს. საშვილოსნოს ყელის სკრინინგი კი უტარდებათ 25–დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის, სანდრა–ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით.

ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს უტარებენ ექიმი, მეან–გინეკოლოგი ხათუნა წურწუმია და ექიმი მამოლოგი დიმიტრი აბრალავა. უფასო სამედიცინო გამოკვლევები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 28 ივნისამდე გაგრძე ლდება.

სხვა ახალი ამბები: