უფასო სამედიცინო მომსახურება ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს

0

samedicinoდღეს ზუგდიდში ყოფილი დოსააფის შენობაში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი 32 ოჯახი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ჯემალ გოგოხიამ მოინახულა. ჯემალ გოგოხიას თან ახლდა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი თამაზ ჯანაშია ამავე პოლიკლინიკის მედპერსონალთან ერთად.

დევნილთა პოლიკლინიკის მედპერსონალმა დოსააფის შენობაში ჩასახლებულ თითოეულ დევნილს უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწია.ადგილზე იყვნენ მისულები ინფექციონისტები და თერაპევტი, თუმცა, როგორც დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელი თამაზ ჯანაშია აღნიშნავს, საჭიროების შემთხვევაში მსგავს აქციებში სხვა კვალიფიკაციის ექიმებიც მიიღებენ მონაწილეობას. მისივე განმარტებით დევნილთა პოლიკლინიკა მზად არის დევნილებს პოლიკლინიკაშიც მოემსახუროს და შესაძლებლობის ფარგლებში მათზე გაიცეს მედიკამენტოზური საშუალებებიც.

აფხაზეთის ლეგითიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჯემალ გოგოხიამ smo.ge-სთვის მიცემულ ინტერვუში აღნიშნა, რომ მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციიები დევნილთა სხვა დასახლებებშიც სამომავლოდ განხორციელდება. ჯემალ გოგოხია სამომავლოდ დონორებთან მოლაპარაკებებსაც აპირებს, რადგან ამ გზით დევნილ მოსახლეობას შეუმსუბუქოს სოციალური პირობები.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლად დანიშნული წარმომადგენელი მომავალი კვირისთვის მსგავსი სახის აქციას დევნილთა სხვა დასახლებებში გეგმავს.

 

სხვა ახალი ამბები: