უფლებადამცველები დევნილთა უფლებების დაცვას შს მინისტრს სთხოვენ

0

DSC01608ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შს მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვის ტექსტი გაუგზავნეს. არასამთავრობოები მინისტრს აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველთა პასპორტიზაციისა და სხვა სახის პრობლემებზე რეაგირებას და ხუთმხრივი მოლაპარაკებების უმოკლეს ვადებში დაწყებას თხოვენ.

„დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ხუთმხრივ მოლაპარაკებებზე გალსა და ზუგდიდში არსებული კრიმინოგენური ვითარება უნდა იქნეს განხილული. მისივე თქმით აუცილებელია მიღებულ იქნას პრევენციული ზომები იმ ძალადობის აღსადგენად, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს.

უბილავას ინფრომაციით დღეიდან გალში დეფაქტო ხელისუფლება პასპორტების ამოღების პროცესს იწყება, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის პრობლემებს შეუქმნის და მათი უფლებები უფრო მეტად დაიღვევა.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის მურმან მალაზონიას განცხადებით აფხაზეთში მცხოვრები ქართველები დაბნეულები არიან და საქართველოს მხრიდან განმარტებებს და რეაგირებას ითხოვენ.

მათივე განმარტებით არასამთავრობოებმა 18 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნეს მიმართვის ტექსტი , სადაც აღნიშნული იყო, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას მოაწრა ხელი, რომლის თანახმად აფხაზეთის მოქალაქეებს წარმოადგენენ, პირები რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში არანაკლებ 5 წლისა სახელმწიფოებრივი აქტის მიღების მომენტისთვის და არა აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. არასამთავრობოები პრემიერისგან აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს და ქართული მხარის პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ

სხვა ახალი ამბები: