უფუნჯოდ დარჩენილი ახალგაზრდა მხატვარი ბერად აღკვეცას აპირებს (ვიდეო)

0

mxatvariiაფხაზეთიდან დევნილი, 16 წლის რომან მალაზონია ზუგდიდში, დევნილთა ერთ-ერთ ჩასახლებულ პუნქტში დედასთან ერთად ცხოვრობს. რომანმა ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. პირველად მან მამაკაცის სახე ფიცარნაგზე დახატა და მას უფალი იესო ქრისტე უწოდა. რომანი საკმაოდ კარგად ხატავს და ამასთან ერთად ის დაკავებულია ხატწერით. როგორც თავად ამბობს კურთხევა ხატწერაზე მას საკუთარმა მოძღვარმა, დეკანპზმა მამა მალხაზ ჭანტურიამ მისცა.

სოციალურად დაუცველი მოზარდი მშობელ დედასთან ერთად ორ ოთახში ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო მხოლოდ სოციალური დახმარებაა. რომანმა ხატვა დროებით გვერდზე გადადო, რადგან მას არც ფუნჯი აქვს და არც შესაბამისი საღებავები.

“თუ ღვთის ნება იქნება მე მზად ვარ საკუთარი თავი მხოლოდ უფალს მუვუძღვნა” ამბობს 16 წლის რომანი. ის მზად არის ბერად აღიკვეცოს. ნახეთ smo.ge-ს მიერ მომზადებული რეპორტაჟი და უფრო ახლოს გაიცანით ნიჭიერი მხატვარი.