უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას დაიჭერენ?

0

გიგა ბოკერიაადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უახლოეს ხანებში ზურაბ ადეიშვილის და გიგა ბოკერიას დაკავებას პროგნოზირებს. „მალე ჩამოაბრძანებენ ადეიშვილს თბილისში, შემდეგ დაიჭერენ ბოკერიას და მიუსვამენ მერაბიშვილის“,-განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

„მალე ჩამოაბრძანებენ ადეიშვილს თბილისში, შემდეგ დაიჭერენ ბოკერიას და მიუსვამენ მერაბიშვილს. ლევან რამიშვილი, რომ არის გასუსული და საერთოდ არ ჩანს, არ უნდა მოეთხოვოს პასუხი? მის მიმართაც არსებობს კითხვები, სწორედ ის იყო ამ უბედურების იდეოლოგი, რაც ქვეყანას დაატეხეს…უკვე ვიცით, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, სწორედ ის ხელმძღვანელობდა 17 მაისის აქციას. არა მხოლოდ 17 მაისის მოვლენები, მის კისერზეა უამრავი დანაშაული, თუნდაც ციხის ბუნტი. აგერ არის ელენე თევდორაძე, პირდაპირ ადებს ხელს, როგორ იძლეოდა ბრძანებებს ბოკერია… მაგას ისე არ ასცდება ვანო მეაბიშვილის გვერდით ჯდომა, როგორც ორჯერ-ორი, რომ ოთხია“,-განაცხადა „ალიასთან“ შალვა ხაჭაპურიძემ

სხვა ახალი ამბები: