უჩა ნანუაშვილის განცხადებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია

0

news_24451სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წევრ სერგო რატიანსა და უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ “კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია”.

„ყველა ძალა უნდა იყოს მიმართული დიალოგისკენ, უმცირესობასა და უმრავლესობის წევრებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს”– განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები ტელეკომპანია „მაესტროს” პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ჯერ – სიტყვიერად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ამჯერად მუშტი–კრივის მონაწილეები ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი და უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი გახდნენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რატიანმა პოლიტიკური ოპონენტები დებატებისას „ნაციონალური მოძრაობისთვის” „არაარგუმენტირებული და არაადექვატური ბრალდებების წაყენებაში” დაადანაშაულა.

„მკვლელები ხართ! დათქვით ადგილი შეკრების, მოვალ, დაგამტვრევთ ცხვირ-პირს, გაგიერთიანებთ ცხვირ-პირს ყველას ერთად და მერე ჩავჯდები ციხეში! ბოლომდე დაგიჭეჭყავთ მაგ გველის თავებს” – განაცხადა საპასუხოდ დავითაშვილმა. ამის შემდეგ რატიანმა სტუდიაში მდგარი ჭიქა მაგიდაზე დაანარცხა, დავითაშვილმა კი მისკენ გაიწია, რასაც რატიანის მხრიდან დარტყმა მოჰყვა. სტუდიაში მყოფმა პერსონალმა მათი გაშველება მოახერხა და ეთერში რეკლამა ჩაირთო.

სხვა ახალი ამბები: