უჩა ნანუაშვილი:- „ზუგდიდის სასჯელაღსრულების N4 დაწესებულება უნდა დაიხუროს“

0

F241542E-1DF7-489E-8187-8FDDECDC7A64_mw1024_n_sსამეგრელოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართვლოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულება მოინახულა. ნანუაშვილის განცხადებით, ციხეში პატიმართა მიმართ ადმინისტრაციის დამოკიდებულება მკვეთრად გაუმჯობესებულია, თუმცა ციხეში არსებულ მძიმე პირობები დაწესებულების სასწრაფო დახურვას მოითხოვს.

სახალხო დამცველის შეფასებით, შენობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და  საქართველოს მასშტაბით იქ ყველაზე მძიმე დგომარებაა. ნანუაშვილი ზუგდიდის დაწესებულების დახურვას ითხოვს და მის მაგივრად ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობის აშენების რეკომენდაციით გამოდის.

სხვა ახალი ამბები: