უჩა ნანუაშვილი: “მოქმედი კანონმდებლობით, ჟურნალისტებს უფლება აქვთ, არ დაასახელონ წყარო”

0

nanuashviliiiსაქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, “მოქმედი კანონმდებლობით, ჟურნალისტებს უფლება აქვთ, არ დაასახელონ წყარო, საიდან მიიღეს ესა თუ ის კონკრეტული მასალა“-ამის შესახებ ნანუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხება „რუსთავი 2“–ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა ამ უკანონო მასალების მოპოვება, თუმცა მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ჟურნალისტის უფლებები. მოქმედი კანონმდებლობით, ჟურნალისტებს უფლება აქვთ, არ დაასახელონ წყარო, საიდან მიიღეს ესა თუ ის კონკრეტული მასალა“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

 ამასთან, ნანუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასულ წელს აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „გასაკვირია, აქამდე რატომ არ დადგა ამ საკითხზე გამოძიების შედეგი მაშინ, როდესაც უკანონო მიყურადების საკითხებზე  სპეციალური კომისია მუშაობდა და პროკურატურას ათასობით ფაილი აქვს გადაცემული“-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სხვა ახალი ამბები: