უცნაური შემთხვევა ზუმში: მობილურით გადაღებულ ფოტოზე ახალგაზრდა ქალის სილუეტი გამოისახა

0

11062016_867208543317378_1659128650748406716_nსოციალურ ქსელ facebook-ში უცნაური ფოტოები გამოჩნდა, რომელიც ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზუმშია გადაღებული. ფოტოს ავტორი ამავე სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ნაჭყებიაა, რომელიც საკუთარი მობილური ტელეფონით ნათესავის ახალ ნაყიდ მანქანას იღებდა.  ფოტო გიორგი ნაჭყებიამ დაახლოებით 20 დღის წინ გადაიღო და მხოლოდ ამის შემდეგ, ტელეფონში ფოტოგალერიის დათვალიერებისას შეამჩნია, რომ მის მიერ გადაღებულ ფოტოზე ქალის სილუეტი იყო გამოსახული. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს თავად გიორგიმ განუცხადა, ფოტო facebook-ზე ატვირთა, თუმცა ამ უცნაურობას ვერაფრით ვერ ხსნის.

11129462_867208556650710_3457187074389290634_n

11129462_867208556650710_3457187074389290634_n“აღნიშნული ფოტო პირადად მე გადავიღე ჩემი მობილური ტელეფონიდან, თუმცა ეს უცნაურობა რაც ფოტოზე აისახა უცებ არც შემიმჩნევია. ფოტო ოცი დღის წინ გადავიღე, ბიძაჩემმა ახალი მაქნქანა ჩამოიყვანა უცხოეთიდან და მას გადავუღე. ერთ დღეს, როცა ტელეფონში გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებდი, შევამჩნიე ფოტოზე ქალის სილუეტი და ძალიან გამიკვირდა. შემდეგ ეს ავტვირთე სოციალურ ქსელ facebook-ში. ვერაფრით ვერ ვხსნი იმას, რაც ფოტოზეა ასახული. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო”-აცხადებს გიორგი ნაჭყებია.