უცხოელი ინვესტორები სამეგრელოს გამაჯანსაღებელი კურორტებით ინტერესდებიან

0

caishis-cxeli-wklebiსამეგრელოს რეგიონში ყოფილი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კურორტებით უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ განუცხადა. კოდუას განმარტებით შეთავაზებები გაკეთებულია და გადაგზავნილია ეკონომიურ საბჭოზე. ინვესტორები დაინტერესებულები არიან კურორებით სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ მენჯის ინვესტირებით, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კურორტ ცაიშის აღდგენით. ასევე დაინტერესებებია კურორტ ლებარდესთან დაკავშირებით.

დავით კოდუას განმარტებით ყველაზე მეტი დაინტერესება მოდის კურორტ ცაიშისა და კურორტ მენჯში ინვესტიციების ჩადებაზე. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურში აცხადებენ რომ მენჯითჩინელი ინვესტორია დაინტერესებული, ხოლო ცაიშით არაბი ინვესტორი, რომელმაც ანაკლიის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

“აბსოლიტურად შეფუთულია ყველა გამაჯანსაღებელი კურორტები. წინადადებების სახით მიწოდებულია ეკონომიური საბჭოსთვისაც. ამავე დროს, ცალკეულ ინვესტორებზე მხარის გუბერნატორიც მუდმივად მუშაობს. ფაქტიურად არის შეთავაზება-მოთხოვნის პროცესი. ჩამოდიან, მიჰყავს ადგილზე და შეთავაზებებს უკეთებს ინვესტორებს. უშუალო დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ მედია საშუალებებს საქმის კურსში ჩავაყენებთ და პრეზენტაციას აუცილებლად გავმართავთ”-აცხადებს დავით კოდუა.

სხვა ახალი ამბები: