უწყლოდ დარჩენილი სოფელ ჯგალის მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება

0

uwylobaწალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალის მოსახლეობა საპროტესტო აქციებითა და ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება. ამის მიზეზად ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემას ასახელებენ.

“რამდენი წელია უწყლოდ ვართ და რამდენი არჩევნები გამოვიარეთ. ყველა ყოველთვის გვპირდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა ეს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებად რჩებოდა. მივმართეთ, როგორც სოფლის გამგებელს ასევე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს რაიონულ საკრებულოში, თუმცა ამ საკითხით არცერთი არ დაინტერესებულა. ჩვენ იძულებული ვხდებით მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და გზა გადავკეტოთ.”-აცხადებენ სოფელ ჯგალის მაცხოვრებლები.

ადგილობრივების განცხადებით სოფლის პროგრამის ფარგლებში ჯგალისთვის 70 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა სოფლის თავკაცები სოფლისთვის წყლის პრობლემის მოგვარებას, სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ამჯობინებენ.

საპროტესტო აქცია ჯგალში სავარაუდოდ ორ დღეში გაიმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ადგილობრივებმა შეატყობინეს.

სხვა ახალი ამბები: