უწყლოდ დარჩენილ მარტვილის სოფლებს სახანძრო-სამაშველო სამსახური ეხმარება

0

10425136_569619536477278_547948318799014683_nგვალვების გამო მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნა. ადგილობრივმა მოსახლეობამ დახმარებისთვის მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას მიმართა.

მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკვე რამდენიმე დღეა მოსახლეობის წყლით მომარაგებას მარტვილის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები უზრუნველყოფენ.

,,მოსახლეობა წყლით სისტემატურად მომარაგდება მანამ, სანამ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება“- აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა

სხვა ახალი ამბები: