უხვმა ნალექმა ქალაქ ფოთის ქუჩები წყლით დატბორა

0

imageძლიერმა წვიმამ ქალაქ ფოთის რამდენიმე უბანი დატბორა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით ფოთში ქუჩების დატბორვა ყოველი ძლიერი წვიმის დროს ხდება ხოლმე.

“ეს პრობლემა ჩვენთვის ახალი არ არის, რადგანაც საკმარისია ფოთში ძლიერად ერთი საათის განმავლობაში იწვიმოს და ქუჩები და ეზოები წყლით დაიფაროს. ფოღში დილის ათი საათიდან ძლიერად წვიმს. ქუჩები და ეზოები დაიტბორა და წყალი სახლშიც შემოვიდა. ქვედა სართულზე მუხლებამდე იდგა წყალი. მე და ჩემი მეუღლე ვედროებით ვიდექით და გარეთ ვასხამდით წყალს, თუმცა პირველი სართული ისევ წყლით ივსებოდა”-აცხადებს ქალაქ ფოთის მკვიდრი ნანი სორდია.

ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქ ფოთის ქუჩების წყლით დატბორვის მიზეზად ქალაქში სატუმბი სადგურების გაუმართავად მუშაობას ასახელებენ, თუმცა საწინააღმდეგოს ამბობს ქალაქის ხელმძღვანელობა. მათი განმართებით სატუმბი სადგურები გამართულია. ასეთი სადგური კი ქალაქ ფოთში შვიდამდეა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობაა. გამოდარებას 12-დან 14 ივნისამდე ელოდებიან.

სხვა ახალი ამბები: