ფახულანი–საბერიოს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს

0

10945490_792148020877569_4314103662940646364_o2015 წლის 5 მარტს, თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტის განმახორციელებელია მუნიციპალური განვითარების ფონდი.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ფახულანის თემის წარმომადგენლები. წარმოდგენილიქნა გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა.
ქვე-პროექტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
– გზის ზედაპირიდან დაზიანებული ასფალტ-ბეტონის ფენის მოხსნა;
– გზის საფარის რეაბილიტაცია ხრეშისა და ასფალტის-ბეტონის ფენით;
– სანიაღვრე წყლების ბეტონის კიუვეტების მონტაჟი (გზის მონაკვეთის მე-11 სექციის გასწვრივ საერთო სიგრძით 3,045.4 მეტრი);
– გზის კიდეების გასამაგრებლად გაბიონების მონტაჟი (გზის მონაკვეთის მე-7 სექციის გასწვრივ საერთო სიგრძით 74 მეტრი);
– ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა;
– განათების მოწყობა გზის გასწვრივ (8 მეტრის სიმაღლის, 40 გარე განათების ბოძის მონტაჟი, გზის გასწვრივ საერთო სიგრძით 1,440 მეტრი).

სხვა ახალი ამბები: