ფეხბურთის ქომაგებმა ზუგდიდში საინფორმაციო მიტინგი გამართეს (VIDEO)

0

sainformacio mitingiდღეს, ზუგდიდში ყოფილი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო აქცია-მიტინგი გაიმართა. შეკრების ორგანიზატორის როლანდ მაქაცარიას განმარტებით,  აქცია საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, რომელიც ზუგდიდის გუნდის წარუმატებლობას უკავშირდება.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ზუგდიდის ფეხბურთის წარუმატებლობა სტადიონის დანგრევიდან დაიწყო, რომელის დემონტაჟი ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა. ასევე  ითქვა, რომ ახალი სტადიონი უახლოეს მომავალში აშენდება და ის ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ზუგდიდის ფეხბურთის ქომაგებს, სხვებთან ერთად, სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც რეალურად იზრუნებს სპორტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

„ვერ გეტყვით რამდენად პოლიტიზირებული იყო ზოგადად დღევანდელი შეხვედრა, მაგრამ მე აქ მოვედი როგორც ქომაგი და ძველი ფეხბურთელი. მე ვარ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და ბუნებრივია ჩემი მოწოდება იქნება ის, რომ მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად და სხვა პრობლემებთან იზრუნებს სპორტის პრობლემებზე“, – ამბობს მერაბ ქვარაია.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის „ზუგდიდი“ ეროვნულ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უმაღლეს ლიგას გამოეთიშა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ უმაღლეს ლიგაში 12 გუნდის ნაცვლად, იქნება 16 საფეხბურთო გუნდი, „ ზუგდიდს“აქვს შანსი იასპარეზოს ეროვნულ ჩემპიონატში.

სხვა ახალი ამბები: