ფიზიკური დაპირისპირება ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

0

dapirispireba pir etershiტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირი ეთერი სტუდიაში მოწვეულმა სტუმრების მიერ ატეხილმა ჩხუბმა შეწყვიტა. ნინო ჯანგირაშვილის საავტორო გადაცემაში მოწვეულმა სტუმრებმა, ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა და ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს, ხოლო შემდეგ ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. მხარეები ტელევიზიის დაცვამ გააშველა. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრები სტუდიიდან გაიყვანეს, გადაცემა კი ჩაიშალა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ კადრებს უკომენტაროდ.