ფილიპ დიმიტროვი: “საქართველო ნამდვილად არის ქვეყანა ძლიერი პროევროპული მიმართულებით”

0

dimitroviსაქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად არის ქვეყანა ძლიერი პროევროპული მიმართულებით, რომელსაც ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მან დღეს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტი ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი და ვისაც უნდა შეტევა განახორციელოს დემოკრატიაზე, ამის გაკეთებას სწორედ საკანონმდებლო ორგანოთი იწყებს, რადგან სწორედ პარლამენტით დაიწყო ევროპასა და მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება.

,,მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ხალხი აქ დებატებს მართავს და ფიქრობს დემოკრატიაზე. საქართველოში წამოწყებული ინსტიტუციონალური რეფორმები და საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა ყველა იმ სახელმწიფოშია მიღებული, რომლებიც მომავალში ევროკავშირს შეუერთდებიან “, _ განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

მისივე თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ევროპის მიმართულებით სვლა.

სხვა ახალი ამბები: