ფილიპ დიმიტროვი ფოთში საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა

0

imageდღეს ქალაქ ფოთში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი იმყოფებოდა. დიმიტროვი მერიის სააქტო დარბაზში თვითმმართელობის, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.  ევროკავშირის ელჩი დამსწრე საზოგადოებასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრობდა.

ფილიპ დიმიტროვმა ყურადღება მოახლოებულ ვილნიუსის სამიტზეც გაამახვილა. მან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი წლის ბოლომდე დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის სპეციალურ პროექტებს ამზადებს.

“ჩვენ განვიხილეთ სხვა და სხვა საკითხები. მოგეხსენებათ ევროკავშირის დაფინანსებით მოხდა რვაასი დევნილი ოჯახის დაბინავება. ჩვენ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ვისაუბრეთ. ეს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი”‘-განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

ევროკავშირის ელჩი დღესვე ფოთში, საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ევროკავშირის ელჩი მსგავს შეხვედრებს სამეგრელოს სხვა ქალაქებშიც გამართავს.

სხვა ახალი ამბები: