ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფოთის მერიის 5 თანამშრომელი დააკავა

0

dakavebaაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/foti.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს ფოთის მერიის ხუთი თანამშრომელი დააკავა, რომელთაც ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ. დაკავებულები არიან ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსი, დავით კომახიძე,  შპს „ინფრასტრუქტურის“ დირექტორი ირაკლი დუნდუა, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსის მოადგილე კონსტანტინე ადამია, ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი ჟუჟუნა სიჭინავა და განყოფილების უფროსი გურგენ ხურცია.

გარდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხუთივე დაკავებულ პირს დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვასაც ედავება.

სხვა ახალი ამბები: