ფინანსურმა პოლიციამ ჩხოროწყუში განათლების ცენტრის დირექტორი დააკავა

0

previewჩხოროწყუს რაიონის ფინანსურმა პოლიციამ განათლების ცენტრისა და ჩხოროწყუს სპორტული სკოლის დირექტორი გოგი ახალაია დააკავა. ახალაიას ბრალად ედება ქრთამის სახით 500 ლარის აღება პიროვნებისგან, რომელსაც საბავშვო ბაღების კვების ტენდერში ხელოვნურად გაამარჯვებინა.

დაკავებულმა გოგი ახალაიამ ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი დაკავებულს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: