ფლორისტთა ენთუზიასტების ჯგუფმა სოციალურ ქსელში კონკურსი გამოაცხადა

0

bagiiთბილისში “საქართველო – ჩემი ბაღია” -ს ორგანიზებით კონკურსი ჩატარდება 2014 წლის ნოემბერში მოყვარულ ფლორისტთა ენთუზიასტების ჯგუფმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში “საქართველო – ჩემი ბაღია” კონკურსი გამოაცხადა. მოგვიანებით ჯგუფი არასამეწარმეო იურიდიულ პირად – მოყვარულ მებაღეთა კლუბ “Consolida” ჩამოყალიბდა და ყვავილების მოყვარულ სხავადასხვა ჯგუფებში მოყვარულ მებაღეთა რაოდენობამ სოციალურ ქსელში 20 000 გადააჭარბა. კონკურსი მაღალრეიტინგული გახდა და ორგანიზატორებმა რეგიონალური ჯგუფების გახსნა საჭიროდ ჩათვალეს.

11297676_776502105799445_344404049_n“საინტერესო ამ იდეაში ის არის, რომ ორგანიზატორები მწირი ფინანსებით ახერხებენ მოქალაქეებში მოტივაციის ამაღლებას და ეხმარებიან მოყვარულ მებაღეებს საკუთარი ბარებისა და საცხოვრებელი გარემოს გამწვანებაში. კონკურსი არის კლუბ ” Consolida”-ს საპილოტე პროექტი და მომავალში ეს ორგანიზაცია უამრავ სიურპრიზსა და საინტერესო აქციას გვპირდება,”-აცხადებს კლუბის დამფუძნებელი ლელა ებრალიძე. მისივე თქმით, კლუბის ჩამოყალიბების მოტივი – საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაბინძურებისაგან დაცვაა, ესთეტიურად ლამაზ გარემოში ცხოვრება და ყველა ის თემაა, რასაც დღესდღეობით გარემოდაცვითი საქმიანობა გულისხმობს.

ცნობისთვის, საკონკურსო გვერდზე “საქართველო – ჩემი ბაღია” 1400 მდე კონკურსანტი დარეგისტრირდა “. კონკურსში 12 ნომინაციაა და თითო ნომინაციაში 2 კონკურსანტი დაჯილდოვდება. ბოლო ეტაპისათვის ორგანიზატორთა მიერ შეირჩა საუკეთესოები და 24 მაისიდან საუკეთესოთაგან 12 ნომინაციის შერჩევასა და გამარჯვებულთა გამოვლენაში წარმომადგენლობითი ჟიური იმუშავებს.

სხვა ახალი ამბები: