ფოთის ბაზართან ახალგაზრდა პოლიციელმა თავი მოიკლა

0

tvitmkvlelobaქალაქ ფოთში თვითმკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. ფოთის ბაზართან ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტს საკუთარი დედაც შეესწრო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ახალგაზრდა მამაკაცი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ფინანსური პრობლემები გახდა.

სხვა ახალი ამბები: