ფოთის განახლებული თეატრი დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნა

0

1513658_294625117367734_2180794421829467270_nფოთის განახლებული თეატრი მაყურებლის მიღებას დღეიდან შეძლებს. ახალი, რეაბიტირებული თეატრის შენობა ქალაქ ფოთში დღეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნა და თეატრალურ საზოგადოებასა და კულტურის მოღვაწეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

ფოთში თეატრის შენობის გახსნას ცნობილი მსახიობები, პოლიტიკოსები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დიდ თეატრალურ ტრადიციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფოთის თეატრის ისტორია 127 წელს ითვლის.  10374428_677140415654545_3580614497847692169_nირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფოთის თეატრი ყოველთვის წამყვან თეატრებს შორის იდგა და თავისი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ტრადიცია გაგრძელდეს. დღეიდან უკვე ამ შესანიშნავ თეატრს აქვს ახალი, თანამედროვე შენობა და ყველა პირობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი, საუკეთესო დარბაზში საუკეთესო სპექტაკლები შესთავაზოს მაყურებელს. ფოთს დაუბრუნდა თეატრი ისეთი სახით, როგორც ფოთსა და ფოთელებს ეკადრებათ. დღეს ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ყველა სირთულე უკან არის და ამ ახალაშენებულ, ულამაზეს შენობაში თეატრის ახალი სიცოცხლე იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს მშვენიერი შენობა ფოთის სავიზიტო ბარათი იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თეატრის პერსონალს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თეატრის დასი საუკეთესო ტრადიციებს ახალ სცენაზე ღირსეულად განაგრძობს.

სხვა ახალი ამბები: