ფოთის თევზის გადამამუშავებელი კომპანია ამ სეზონზე გაფართოებას აპირებს

0

tevziფოთში “აისბერგი-2” ერთერთი სერიოზული კომპანიაა, რომელიც საექსპორტო პროდუქციას ამზადებს.

“აისბერგი-2” თევზის გადამამუშავებელი საწარმოა, სადაც თევზის ფქვილი და ზეთი მზადდება, რომელიც დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს. პროდუქტის დამზადება თანამედროვე ტექნიკური დანადგარებით ხდება და მიღებული პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა.

კომპანიაში ასამდე ადგილობრივია დასაქმებული.

“აისბერგი-2”-ის დირექტორის, ირაკლი ვეკუას თქმით, ყოველ სეზონზე კომპანია პროდუქციის დასამზადებლად თევზს საკუთარი სახსრებით იმარაგებს. იჯარით ქართული და თურქული გემები აყავს, რომლის საშუალებითაც შავ ზღვაში თევზჭერა უმოკლეს დროში ხერხდება.

კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქცია უცხოურ ბაზარზე იყიდება.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ამ სეზონზე კომპანიის წარმადობის გაზრდა და გადაიარაღება იგეგმება.

სხვა ახალი ამბები: