ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი აგრალური ბაზრის თანამშრომლებს შეხვდა

0

1376603_219845341512379_16336439_nდღეს, 6 ოქტომბერს, ფოთის აგრარულ ბაზარში ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია აგრარული ბაზრის თანამშრომლებს შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატის გამოჩენამ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილში მოქალაქეთა ინტერესი და აქტიურობა გამოიწვია.

ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ აქტივთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ისმენდა და ეცნობოდა აგრარული ბაზრში დასაქმებუულ ადამიანთა პრობლემებს. შეხვედრამ გულახდილი საუბრის ატმოსფეროში ჩაიარა. ადგილობრივები ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ და სურვილი გამოთქვეს, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს. თავად ფოთის მაჟორიტარი თანაქალაქელებს მათი პრობლემების მოგვარებასა და მაქსიმალურად დახმარებას დაჰპირდა.

სხვა ახალი ამბები: