ფოთის მერიასა და საკრებულოში მობილური ჯგუფები შეიქმნა სტიქიის ზონაში გასამგზავრებლად

0

fotis_meria_11139ფოთის მერიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური შტაბი შეიქმნა.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მზად არის დახმარება გაუწიოს დედაქალაქის მთავრობას და წუხელ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. დღეს დილიდან ,ფოთის მერიაში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სამაშველო და მოხალისეთა ჯგუფები საჭიროების შემთხვევაში დაუყონებლივ გაემგზავრებიან დედაქალაქში.

ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია პირადად ხელმძღვენელობენ მოხალისეთა მობილურ ჯგუფებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი დედაქალაქისკენ გაემგზავრონ.