ფოთის მერიაში დევნილები შიმშილობას განაგრძობენ

0

foTiiiiფოთის მერიის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები შიმშილობენ. დევნილებმა შიმშილობის აქცია მერიის შენობაში ჯერ კიდევ წუხელ დაიწყო. ხმამაღალი შელაპარაკება მოჰყვა სამართალდამცავების მოთხოვნას შენობის დატოვების შესახებ, თუმცა მოშიმშილეები ამ დრომდე ადგილზე, მერიის შენობაში რჩებიან.

დევნილებს შეხვდნენ და აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თუმცა – უშედეგოდ. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ოთარ ხარჩილავას განცხადებით, დევნილების მოთხოვნა თვითმმართველი რგოლების კომპეტენციას აღემატება, ამიტომაც ისინი დევნილებს ვერაფრით ვერ ეხმარებიან.

დევნილები რამდენიმე კვირაა ახლად აშენებულ კორპუსებში ბინების მიღებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობას არ შეწყვეტენ.

სხვა ახალი ამბები: