ფოთის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი ცოლის ძმა ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან

0

turmaფოთში ქალაქის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ტიბუა დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა. ზურაბ ტიბუასთან ერთად დაკავებულია მისი ცოლის ძმა დავით ხუნწარიაც, რომელიც საპატრულო პოლიციაში იმის გასარკვევვად მივიდა თუ რა ბრალდებით იყო დაკავებული მისი სიძე. ფოთის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი ცოლის ძმა ამ დრომდე ფოთის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან.

პოლიტიკურა სარჩულს აძლევენ ფოთის საკრებულოს მაღალჩინოსნები ფოთის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს და აცხადებენ, რომ ზურაბ ტიბუას დაკავება პოლიტიკურია. გავრცელებული ინფორმაციით ზურაბ ტიბუას თანამდებობისთვის რამდენიმე პირი დიდი ხანია იბრძოდა და სწორედ ამ საკითხს უკავშირდება სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის დაკავება.

სამართალდამცავები ფოთის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის, ზურაბ ტიბუას დაკავებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

 

სხვა ახალი ამბები: