ფოთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

0

12038090_1010618385660904_8545779198289951509_nქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია სოკარ ჯორჯია გაზის ” სამეგრელო – გურიის რეგიონალურ დირექტორს ვახტანგ ბერიშვილს და ფოთის სერვის ცენტრის მენეჯერს დავით მჟავანაძეს შეხვდნენ და ქალაქში გაზიფიკაციის პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

„სოკარ ჯორჯია გაზი“-ს მომსახურებაში შედის კერძო სახლებსა თუ საცხოვრებელ ბინებში გაზის გაყვანის პროცედურა, რაც ითვალისწინებს პროექტის მომზადებას, ფინანსურ ანგარიშსწორებას, მონტაჟს და ჩართვას. ამასთან არსებობს ვადები, რომლის ფარგლებშიც ხდება ამ სამუშაოების განხორციელება. კერძოდ, მოქალაქის მიერ განცხადების შემოტანიდან 40 დღის განმავლობაში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გაზმომარაგების სრული ტექნოლოგიური პროცესის ჩატარება.

12049515_1010618515660891_7164017711363912062_n12191486_1010618582327551_8474421796539841932_n12107031_1010618652327544_5640115541499776734_nსახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის შეღავათის გაწევის ფარგლებში, გაზიფიცირება 200 ლარით შემცირდა და 400 ლარს შეადგენს. როგორც სერვის ცენტრის მენეჯერმა განაცხადა, ბუნებრივი გაზის აბონენტები ამ თანხას იხდიან ეტაპობრივად – განვადებით თვეში 25 ლარიდან მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურთან ერთად 16 თვის განმავლობაში.