ფოთის მერი ქალაქის მოსახლეობასთან ძირითად საკითხებს განიხილავს

0

10685107_777407018985697_1952560705_nფოთის მერი ირაკლი კაკულია მალთაყვის მოსახლეობას უბნის ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის განვითარებაზე ესაუბრა დღეს,ფოთის მერი ირაკლი კაკულია მალთაყვის უბნის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.

ფოთის მერმა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს სანაპირო ზოლისა და მთლიანად მალთაყვის რაიონის ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია.მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სავალი გზის მოწესრიგებაზე , მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპირო ზოლის და ბულვარის კეთილმოწყობაზე.10656181_777407028985696_2093815037_n

ირაკლი კაკულიამ შეკრებილ საზოგადოებას განუმარტა და აცნობა, რომ მალთაყვის, როგორც რეკრეაციული ზონის განვითარება, ფოთის ხანგრძლივი პერსპექტივაა, ამ ეტაპზე კი ქალაქის მმართველობა მუშაობს იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული გადაუდებელი საკითხების საპროექტო პარამეტრებში მოქცევა. პროექტი წარედგინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამინისტროს შესაბამისი რეალიზაციისათვის.

სხვა ახალი ამბები: