ფოთის მერმა დევნილთა მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა

0

10821939_821556487904083_31087417_oქალაქ ფოთში,დევნილთა დასახლებაში 32 კორპუსის თბო და ჰიდროიზოლაციით შეფუთვა მიმდინარეობს.აღნიშნული სამუშაოები დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ,მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ ყურუამ დაათვალიერა.

2011 წელს, დევნილებს 32 კორპუსი გადაეცათ, სადაც 1054 ოჯახი ცხოვრობს. შენობები ხარვეზებით აშენდა. არ ჰქონდა თბოიზოლაციის სისტემა, რის გამოც, ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე (მაღალი ტენიანობის გამო) კორპუსები სერიოზულად ზიანდებოდა.

10819813_821557464570652_643958723_o10815013_821556494570749_185204860_o10819382_821557404570658_325439137_oდევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, შუამდგომლობით მიმართა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რათა გამოყოფილიყო დამატებითი სახსრები აღნიშნული 32 კორპუსის თბო და ჰიდროიზოლაციით შეფუთვისათვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამუშაოების შესასრულებლად 2 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო. ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით, კორპუსების თბო და ჰიდროიზოლაციით შეფუთვა 2 თვეში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი მცხოვრებლები დაასაქმა.

სხვა ახალი ამბები: