ფოთის მერმა ქალაქის მოსახლეობას ორთვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა

0

10717882_793574884035577_953424904_nდღეს, ფოთის მერი ირაკლი კაკულია სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ქალაქის მოსახლეობას შეხვდა და ორთვიანი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.შეხვედრა ფოთის საზოგადოებრივი დარბაზის ორგანიზებით მოეწყო. იგი კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ფოთელები ინფრასტრუქტურის,საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მოითხოვენ, კითხვებიც სწორედ ამ თემებს ეხებოდა.ირაკლი კაკულიამ მოსახლობის ახლო მომავალში განსახორციელებლ პროექტებზეც ესაუბრა .

10717615_793575017368897_2141055880_n10717983_793575020702230_135500817_n„ინფრასტრუქტურული პროექტებიდან უმნიშვნელოვანესია ,ქალაქის ცენტრში ,რუსთაველის რკალის მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება.მომავალი წლიდან ,ევრაზიის განვითარების ბანკი 150 მლნ ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას დაიწყებს”-აღნიშნა ირაკლი კაკულიამ

პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ფოთის წყალმომარაგების ,საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების კომპლექსური მოწყობა.პროექტი 2018 წელს დასრულდება.ერთერთი უმტკივნეულესი საკითხი ქალაქისთვის არის საფეხბურთიო სტადიონის რეაბილიტაციის საკითხი.

“ჩემი მერობის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის,რომ ფოთი ეკონომიურად ძლიერი ქალაქი გახდეს”-განაცხადა ქალაქის მერმა.
ირაკლი კაკულია მსგავს შეხვედრებს სისტემატურად გამართავს.

სხვა ახალი ამბები: