ფოთის მერობის კანდიდატი ირაკლი კაკულია ცესკოს შემდეგ სასამართლომაც გაამართლა

0

10155587_709186822457463_4514222136190592886_nმას შემდეგ რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალაში დატოვა ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, „ქართული ოცნებიდან“ ფოთის მერობის კანდიდატად ირაკლი კაკულიას რეგისტრაციის შესახებ, იგივე საქმეზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომაც განიხილა. ცესკოს ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას „ჩვენი საქართველოს“ თავმჯდომარე დავით შუკაკიძე ითხოვდა, ხოლო სასამართლოში კაკულიას მერობის კანდიდატობის არაკანონიერებაზე არასაპარლამენტო ოპოზიციამ უჩივლა. მათი არგუმენტი იყო ის, რომ მერობის კანდიდატს ბოლო ორი წელიწადი საქართველოში არ უცხოვრია. ასეთებს კი მოქმედი კანონი უკრძალავს კენჭისყრას.

როგორც გაირკვა, კაკულია, მართალია, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა 2012 წლის სექტემბრიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას საქართველოში არ უცხოვრია. აღნიშნულ პერიოდში იგი მუშაობდა “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ხოლო შემდეგ ის ფოთის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. რაც შეეხება მის ურთიერთობას ყაზახეთთან და იქ საქმიანობას, ცესკოსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია:

„მოქალაქე ირაკლი კაკულია 2010 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შ.პ.ს. „სიბარიტთან” და აღნიშნულ პერიოდში მის მიერ ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ მივლინებებს, რაც დგინდება წარმოდგენილი შ.პ.ს. „სიბარიტის” დირექტორის ბრძანებებით მივლინების შესახებ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის წერილში მოყვანილი ფაქტები, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მოქალაქე ირაკლი კაკულიას მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე, ემთხვევა ი. კაკულიას ზემოხსენებულ სამსახურებრივ მივლინებებში ყოფნის პერიოდს და ადასტურებს, რომ მოპასუხე ცხოვრობდა საქართველოში და მისი აღნიშნულ პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრებები დაკავშირებული იყო მის მივლინებებთან“-ნათქვამია განკარგულებაში.

სხვა ახალი ამბები: