ფოთის მერობის კანდიდატმა ირაკლი კაკულიამ წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო

0

10390111_721312781244867_4988104702602944821_nფოთის მერობის კანდიდატმა ირაკლი კაკულიამ წინასაარჩევნო შეხვედრები ამომრჩევლებთან უკვე დაიწყო. თავდაპირველად ფოთში საარჩევნო ბლოკ “ქართული ოცნების” ცენტრის ზონის მაჟორიტარობის კანდიდატმა მოგელი ტყებუჩავამ წინასაარჩევნო შტაბი გახსნა. შტაბის გახსნას,ფოთის მერობის კანდიდატი ირაკლი კაკულიაც დაესწრო.

ირაკლი კაკულიას  პირველი სამუშაო შეხვედრა ფოთელ ამომრჩეველთან 24 მაისს მალთაყვის უბანში, გურიის ქუჩაზე გამართა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას აქცენტები გაკეთდა ქალაქში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, ინფრასტრუქტურულ პრიორიტეტებზე, პალიასტომის ტბის რესურსის გამოყენებაზე, თევზჭერასა და დასაქმებაზე.

ირაკლი კაკულიამ აღნიშნული უბნის ამომრჩევლებს ფოთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია გოგინავა წარუდგინა.

„ფოთზე ფოთელებმა უნდა იზრუნონ, ამის შესაძლებლობას მოგვცემს ჭეშმარიტი თვითმმართველობა“ – აღინიშნა ფოთის მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე. კანდიდატებმა მოსახლეობას მოუწოდეს მხარი დაუჭირონ კოალიცია „ქართული ოცნებას“ და მის კანდიდატებს, 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

სხვა ახალი ამბები: