ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს

0

11221286_1007261332620180_2457343160481982718_nფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს,ალექსანდრე თოფურიას ახალი მოადგილე ჰყავს.აკაკი დარჯანიას არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამართულ მე-12 რიგგარეშე მოწვევის სხდომზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს.აკაკი დარჯანიას კანდიდატურას საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის პოსტზე ფარული კენჭისყრით მხარი საკრებულოს 12 წევრმა დაუჭირა. იგი კოალიცია ,,ქართული ოცნების”წევრია. შეგახსენებთ ,რომ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ზურაბ ფაჩულიამ აღნიშნული თანამდებობა 31 მარტს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სხვა ახალი ამბები: