ფოთის პორტიდან ავღანეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა განხორციელდება

0

fotis-portiამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ამერიკის ტრანსპორტის სარდლობის მეთაური, გენერალი უილიამ ფრეიზერი დღეს ფოთის პორტში იმყოფებოდნენ.

ფრეიზერის თქმით, ფოთის პორტს ავღანეთიდან ნატო-ს კოალიციური ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გამოყვანისას, ასევე, სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

მისივე ინფორმაციით, უკვე არსებობს თანამშრომლობის გამოცდილება ავღანეთში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. ამერიკელმა სტუმრებმა პორტის საზღვაო აკვატორია დაათვალიერეს და მის  ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნენ.

ამერიკული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება და ფოთის პორტის საკვანძო მნიშვნელობა ბოლომდე იქნება გამოყენებული.

სხვა ახალი ამბები: