ფოთის პორტი გემების მიღებას ამ დრომდე ვერ ახერხებს

0

fotis-portiფოთის პორტში მდგომარეობა არ შეცვლილა, შტორმის გამო პორტი გემების მიღებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ფოთის ნავსადგურის კაპიტანის ვახტანგ თუთბერიძის განცხადებით, ერთი გემის საცდელი მიღება-გაყვანაც განხორციელდა, თუმცა ბოცმანი გემზე გადასვლას ვერ ახერხებს.

,,დაახლოებით 1.5 მეტრის სიმღლის ტალღებია, რაც იმას ნიშნავს, რომ 3-4 ბალის შტორმია. სამი დღეა ასეა. დღეს შედარებით უკეთესობაა“, – განაცხადა ვახტანგ თუთბერიძემ და დასძინა, რომ საღამოს ან ღამის საათებში გამოდარებას ელოდებიან, რის შემდეგაც პორტი გემების მიღებას შეძლებს.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის ფოთის პორტში რეიდზე 15 გემი დგას