ფოთის პორტში გაფიცვა გრძელდება

0

1430997340მესამე დღეა ,,ეიეპიემ ტერმინალს ფოთის”თანამშრომელები გაფიცულნი არიან.ბოლო მონაცემებით გაფიცულია 600 თანამშრომელი.მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელფასის გაზრდა 14%-ით,მეცამეტე ხელფასის ყოველწლიურად მიღება,ოპერაციების დეპარტამენტის სამოტივაციო სისტემის გადახედვა და კოლექტიური ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე შეთანხმება.

პოზიციების დათმობას ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის”ხელმძღვანელობა არ აპირებს. მათი განცხადებით,მიუხედავად იმისა, რომ მითითებულთაგან არცერთი მოთხოვნა არ წარმოადგენდა ნავსადგურის საკანონმდებლო ან სახელშეკრულებო ვალდებულებას, ნავსადგურის ადმინისტრაციამ გამოხატა კეთილი ნება და დაეთანხმა სამ მოთხოვნას. ხოლო, მეოთხეს- ხელფასების 14%-ით გაზრდას ისინი არ აპირებენ. თუმცა, ხელმძღვანელობამ გაფიცულებს შესთავაზა ხელფასების ყოველკვარტალური მატება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლების კვარტალური ჯამის შესაბამისად.ადმინისტრაცია და პროფესიული კავშირები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ.გაფიცული თანამშრომლები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.