ფოთის პორტში დაღვრილი ქიმიური ნივთიერება ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა

0

fulltextფოთის საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე მალტას დროშის ქვეშ მცურავმა გემმა “TANA”-მ სარკინიგზო ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის დროს ქიმური ნივთიერება დაღვარა. აღნიშნულმა შემთხვევამ საპორტო ქალაქის ტერიტორიაზე უასიამოვნო სუნი დააყენა. რომელიც საბოლოოდ ადგილობრივების ინტოქსიკაციის მიზეზიც გახდა.

წინასწარი მონაცემებით გემიდან 10 ტონამდე პიროლიზური ფისია დაღვრილი, რომელიც სპეციალურად განკუთვნილ საცავში დაილექა და შემდგომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით ისევ ვაგონ-ცისტერნაში ჩაიტუმბა.

ფოთის პორტში აცხადებენ, რომ დაღვრილი პროდუქტის სალოკალიზაციო – სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობაში პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს.

სხვა ახალი ამბები: