ფოთის პროკურატურასთან ადვოკატმა ნუგზარ ჩუხუამ უვადო შიმშილობა დაიწყო

0

fotis prokuraturaფოთის პროკურატურასთან რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა ნუგზარ ჩუხუამ უვადო შიმშილობა დაიწყო. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში თავად ჩუხუამ განაცხადა, ის იმ გამოძიების დასრულებას ითხოვს, რომელსაც ფოთის პროკურატურა ცხრა თვეა ხელოვნურად ჭიანურდება.

”უკვე მეცხრე თვეა ფოთის პროკურატურა გამოძიებას კერძო მევახშეებზე განგებ წელავს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მანანა კოკაია ერთ-ერთმა მევახშემ თაღლითურად მოატყუა და მას 12 პროცენტად 4.000 დოლარი ასესხა. კერძო მევახშემ მას 11.000 დოლარის გადახდა დააკისრა, რაც უკანონო ქმედებაა. მანანა კოკაიას ამდენის გადახდის საშუალება არ აქვს, რადგან ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი დედ-მამა. კერძო მევახშემ ისინი საკუთარი სახლიდან გამოასახლა, რაზეც ჩვენ შევიტანეთ მის წინააღმდეგ სარჩელი, თუმცა როგორც გითხარით ეს საქმე ცხრა თვეა ჭიანურდება”-აცხადებს ადვოკატი ნუგზარ ჩუხუა.

როგორც მანანა კოკაიას ადვოკატი აცხადებს შიმშილობას ფოთის პროკურატურასთან იქამდე გააგრძელებს, სანამ შეტანილ საქმეზე გამოძიება არ დასრულდება და სიმართლე არ გაირკვევა.

სხვა ახალი ამბები: