ფოთის საავადმყოფოში 4 მოწამლული პაციენტი სტაციონალურ მკურნალობას გადის

0

mowamlulebiiiiiiფოთის ცენტრალურ-კლინიკურ საავადმყოფოში შუადღისას ინტოქსიკაციის დიაგნოზით მიყვანილი 5 ადგილობრივიდან ამ დრომდე მხოლოდ  4 პაციენტი გადის სტაციონალურ მკურნალობას. მკურნალი ექიმების განცხადებით მოწამლულთა მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმების ზედამხედველობას საჭიროებენ. რაც შეეხება ერთ პაციენტს ის ამბულატორიულ მკურნალობას საკუთარ სახლში განაგრძობს.

ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მოწამვლის ფაქტს ფოთის პორტის ტერიტორიაზე გავრცელებულ სუნს უკავშირებენ, რის შემდეგაც მოქალაქეებმა თავბრუსხვევა და სისუსტე იგრძნეს.

ცნობისათვის, უსიამოვნო სუნი ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე მალტას დროშის ქვეშ მცურავ გემ TANA-ში სარკინიგზო ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის დროს ქიმური ნივთიერების დაღვრამ გამოიწვია. პორტის ადმინისტრაცია ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებს. დღის მეორე ნახევრიდან მათ მიერ მომზადებული პრეს-რელიზი გავრცელდა სადაც ხაზგასმულია, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.