ფოთში საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის გზით გადააყენეს

0

10426131_713657595369194_160292759798415139_nფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა თანამდებობიდან გადაყენებულია. თვითმმართველი ქალაქის საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღო. ოთარ ხარჩილავას წინააღმდეგ საკრებულოს 13-მა წევრმა ხმა მისცა, ხოლო ორმა მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფოთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა ოთარ ხარჩილავას წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს, რომელიც საკრებულოს წევრებმა დღეს დანიშნულ სხდომაზე განიხილეს და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დროებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ ფაჩულიას დაეკისრა. უახლოეს მომავალში ქალაქ ფოთის საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

სხვა ახალი ამბები: