ფოთის საკრებულომ მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩია

0

fotis sakrebuloფოთის სკარებულოს დღევანდელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას “ქართული ოცნების” პარტიული სიის წევრი პაატა ჩაგანავა უხელმძღვანელებს. “ქართული ოცნებდან” მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი დარჯანია კი სოციალურ საკითხთა კომისიას ჩაუდგა სათავეში.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი სამსონ კუტალია ქონებისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გახდა. ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას კი “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის” პარტიული სიის პირველი ნომერი სევერიან შენგელია უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობისთვის საკრებულოს წევრი ლევან ჩოჩიაც იბრძოდა. 

რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომისიას, მის თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით დღეს ფოთის საკრებულომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის პირველი ნომერი გიორგი შამუგია აირჩია. 

სხვა ახალი ამბები: