ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

0

06-08-2010-1(1)ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-11 რიგგარეშე მოწვევის სხდომაზე ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. საკრებულოს წევრი, ალექსანდრე თოფურია ფარული კენჭისყრით იქნა არჩეული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 14 წევრმა.

ალექსანდრე თოფურია 1972 წლის 10 დეკემბერს დაიბადა ქალაქ ფოთში. ახალი საკრებულოს თავმჯდომარე პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. იგი 2005-2006 წლებში იყო ფოთის მერის თანაშემწე, ხოლო  2008-2010 წლებში ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2010 წელს ალექსანდრე თოფურია თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეც იყო ხოლო 2012 წელს ამავე საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ალექსანდრე თოფურია ამჟამად უპარტიოა.

სხვა ახალი ამბები: